Logo

უკრაინა საომარი მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის გამოცხადების საკითხს განიხილავს

უკრაინა
26.11.2018 / 19:11
Frontnews image description

კიევი: ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო, უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭო საომარი მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის გამოცხადების საკითხს განიხილავს.

 

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ხელმძღვანელობით გამართული სამხედრო კაბინეტის სხდომის შემდეგ, უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა, რომ უკრაინის გემებზე თავდასხმა სამხედრო აგრესიის აქტია.

 

“რუსული სამხედრო გემების თავდასხმა სამხედრო აგრესიის აქტია. შემოთავაზებულ იქნა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომის ჩატარება საომარი მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის გამოცხადების თაობაზე”, – განაცხადა ტურჩინოვმა.

 

უშიშროების საბჭოს ინიციატივას უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მხარი დაუჭირა, საკითხს ხვალ უკრაინის უმაღლესი რადას სხდომაზე უყრიან კენჭს.

 

რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. ნატო-მ და ევროკავშირმა რუსეთს მოუწოდეს, უკრაინული გემებისთვის ქერჩის სრუტეში თავისუფალი გადაადგილება უზრუნველყოს.

თაგები:

უკრაინა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები