
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა საქართველოსგან რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტას ითხოვს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი ოლეგ ნიკოლენკო წერს.
“კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურება, რომლის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ სარაკეტო დარტყმებს უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე, კლავენ მშვიდობიან მოსახლეობის, მათ შორის ბავშვებს“, – წერს ნიკოლენკო.
უკრაინა, თავის მხრივ, მოუწოდებს თბილისს, შეწყვიტოს რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობები, რომელიც აგრძელებს სამხედრო დანაშაულებებს უკრაინის ტერიტორიაზე.
“2008 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული შეიარაღებული აგრესიის გამო, ქართველმა ხალხმა, სამწუხაროდ, კარგად იცის ომის საშინელება, რის გადატანაც უკრაინელებს უწევთ, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ალბათ, დაივიწყა და ახლა ცდილობენ გამოიყენონ მომენტი საკუთარი ინტერესებისთვის“, – აცხადებს ნიკოლენკო.
თაგები:
უკრაინა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს