უკრაინამ 24 რუსული კომპანიისა და 76 ფიზიკური პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ აამოქმედა ქვეყნის ეროვნულისა უსაფრთხოებისა და თავდაცვის კავშირის გადაწყვეტილება, რომელიც 24 რუსული კომპანიისა და 76 ფიზიკური პირის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
სასანქციო სიაში მოხვდა 24 კომპანია, რომელთა საქმიანობაც „უკავშირდება ქერჩის სრუტეზე სატრანსპორტო გადასასვლელის უკანონო მშენებლობასა და ექსპლუატაციას, ანექსირებული ყირიმსა და რუსეთს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის ორგანიზებას და ქალაქ სევასტოპოლის ტერიტორიაზე ეროვნული კულტურული მემკვიდრეობისთვის ზიანის მიყენებას.
სიაში შეყვანილ პირებს შორისაა ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი იური ჩაიკა, რომელიც 2006-2020 წლებში რუსეთის გენპროკურორის თანამდებობას იკავებდა, და სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც ანექსირებული ყირიმის ძალოვან სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.
სანქციები ასევე შეეხო 18 მოსამართლეს, რომელთა გადაწყვეტილებებიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყირიმის ეპარქიის ქონების უკანონო მიტაცებას უწყობდა ხელს.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს