უკრაინამ 44 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინამ კიდევ 44 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა, რომლებმაც ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში სიცოცხლე შეიწირეს, – ამის შესახებ დაკარგული პირების კომისარი ოლეგ კოტენკო სოციალურ ქსელში წერს.
“უკრაინას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები გადაეცა. დღეს ჩვენ მოვახერხეთ ახლობლებისთვის 44 დამცველის ცხედრის დაბრუნება”, – წერს ის.
მისივე თქმით, დაღუპული დამცველების დაბრუნების პროცესი ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად გრძელდება.
თაგები:
უკრაინა




