Logo

უკრაინამ ამერიკისგან კიდევ 80 ტონა შეიარაღება მიიღო

უკრაინა
1265
Frontnews image description

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გაუგზავნა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, კიევში ამერიკულმა თვითმფრინავმა 80 ტონა შეიარაღება ჩაიტანა.

 

“მეორე ჩიტი კიევში! 80 ტონაზე მეტი იარაღი უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან! და ეს არ არის დასასრული“, – წერს რეზნიკოვი “ტვიტერზე“.

 

იქამდე უკრაინაში ამერიკულმა თვითმფრინავმა 90 ტონა სამხედრო დანიშნულების ტვირთი ჩაიტანა.

Advertisement