Logo

უკრაინამ ჩინური ვაქცინა Sinovac დაამტკიცა

საზოგადოება
1355
Frontnews image description

უკრაინამ ჩინური ვაქცინა Sinovac დაამტკიცა. ვაქცინის პირველ პარტიას მარტში ელოდებიან.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვაქცინის პირველი პარტიის უკრაინაში შეტანის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმც ადრე ჩინური კომპანიის პარტიონმა უკრანაში, კომპანია "ლეხიმ" განაცხადა, რომ ვაქცინა ქვეყანაში 15 მარტამდე იქნებოდა.

უკრაინამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია თებერვლის ბოლოს დაიწყო. ამ ეტაპზე ქვეყანაში ვაქცინის პირველი დოზა 19 118 ადამიანს გაუკეთდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 1 410 061 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაიცვალა 27 204 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 1 199 229.

თაგები:

Advertisement