Logo

უკრაინამ ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა

უკრაინა
854
Frontnews image description

უკრაინამ ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. გადაწყვეტილების საფუძველი ფხენიანის მიერ რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტოების დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ე.წ. “დამოუკიდებლობის” აღიარება გახდა.

 

ჩრდილოეთ კორეის გადაწყვეტილებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს.

 

“ჩვენ მივიჩნევთ ამ გადაწყვეტილებას ფხენიანის მცდელობად შეარყიოს უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევა.

 

ასეთი არამეგობრული ნაბიჯის საპასუხოდ უკრაინა დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან. რაც შეეხება პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტაქტებს, ის შეჩერებული იყო ამ ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო“, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

 

დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა სირიასაც აღიარებული აქვს.

Advertisement