Logo

უკრაინამ და ნიდერლანდებმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

უკრაინა
01.03.2024 / 20:23
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ხელი მოაწერეს უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას კიევსა და ამსტერდამს შორის.

 

ხარკოვში შეხვედრისას ზელენსკიმ და რუტემ მოლაპარაკებები გამართეს ვიწრო, გაფართოებულ და სამხედრო კაბინეტის ფორმატში.

 

შეთანხმება ამტკიცებს ამსტერდამის გადაწყვეტილებას თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ უკრაინის დახმარების შემდგომი უზრუნველყოფისა და გაფართოების მიზნით, რუსული აგრესიისგან დაცვაში რამდენიც საჭირო იქნება.

 

დოკუმენტი ძალაში იქნება ხელმოწერის დღიდან ათი წლის განმავლობაში.

 

“დოკუმენტი შეიცავს მძლავრ სამხედრო ბლოკს, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისთვის თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას და თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერას. პრიორიტეტი არის საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, ჯავშანტექნიკის, საზღვაო და შორი დისტანციური მხარდაჭერის უზრუნველყოფა“, – წერს პრეზიდენტის პრესსამსახური.

 

იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, არიან – ბრიტანეთი; კანადა; გერმანია; საფრანგეთი; დანია; იტალია.

 

Advertisement