უკრაინამ დონეცკის ოლქში ოკუპანტებისგან კიდევ ერთი დასახლება გაათავისუფლა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებული კონტრშეტევითი ოპერაციების შედეგად დონეცკის ოლქში კიდევ ერთი დასახლება გაათავისუფლეს. საუბარია სოფელ ნესკუჩნოეზე, – ინფორმაციას მეშვიდე ცალკეული ბატალიონი AREY ავრცელებს.
“უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის ძალების 129-ე ბრიგადის უკრაინის მოხალისეთა არმიის მე-7 ცალკეულმა ბატალიონმა AREY-მ მაიორ ალექსანდრე გრიშჩუკის მეთაურობით, გაათავისუფლა დონეცკის ოლქის ვოლნოვახის რაიონის ველიკონოვოსილკოვის დასახლების თემის სოფელი ნესკუჩნოე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალებმა ოფიციალურად დაადასტურა ბლაგოდატნოეს რუსი ოკუპანტებისგან განთავისუფლება.
თაგები:
დონეცკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს