უკრაინამ კიდევ 82 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

ავტორი
Front News საქართველო
დღეს, 14 აპრილს, უკრაინაში დაღუპული დამცველების ცხედრების დაბრუნება გახდა შესაძლებელი. საუბარია 82 სამხედრო მოსამსახურეზე.
ინფორმაციას უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტრო ავრცელებს.
“დღეს ჩვენ მოვახერხეთ 82 დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის ცხედრის სახლში დაბრუნება“, – აცხადებენ სამინისტროში.
ცხედრების გადაცემა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან განხორციელდა რეინტეგრაციის სამინისტროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა კომისრის ოფისის დახმარებით, სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობით.





