უკრაინამ კიდევ ერთი რუსული გემი გაანადგურა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელმა დამცველებმა კიდევ ერთი რუსული გემი გაანადგურეს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა “კოვროვეცი” ჩაძირეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალებსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
საზღვაო ძალები აღნიშნავენ, რომ ეს თავდაცვის ძალების ოპერაცია იყო.
გემი საბჭოთა ფლოტში 1974 წელს შევიდა და 1982 წლისთვის მას “კურსკის კომსომოლეცი” ერქვა. ამჟამინდელი სახელწოდება 1999 წელს მიიღო.
“კოვროვეცი“ მონაწილეობდა ოპერაციებში ატლანტის ოკეანეში, სპარსეთის ყურეში და პატრულირებდა სირიის სანაპიროებზე. 2016-2017 წლებში შედიოდა რუსეთის ფედერაციის ხმელთაშუა ზღვის ფლოტში.
სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინელმა დამცველებმა 26 რუსული ხომალდი და ერთი წყალქვეშა ნავი გაანადგურეს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს