უკრაინამ კურსკის ოლქში სამხედრო კომენდატურა შექმნა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინამ კურსკის ოლქში სამხედრო კომენდატურა შექმნა, მას გენერალ-მაიორი ედუარდ მოსკალევი უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ შტაბის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, კურსკის ოლქის ტერიტორიაზე მტრის ძებნა და განადგურება სუჯას და სამ სხვა დასახლებაში დასრულდა.
“კანონის და წესრიგის შესანარჩუნებლად და კონტროლირებად ტერიტორიებზე მოსახლეობის პრიორიტეტული საჭიროებების უზრუნველსაყოფად, შეიქმნა სამხედრო კომენდატურა. მის ხელმძღვანელად გენერალ-მაიორი მოსკალევი დაინიშნა“, – განაცხადა სირსკიმ.
მისივე თქმით, კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ოპერაციის დაწყებიდან, უკრაინული ჯარები 35 კილომეტრით დაწინაურდნენ. კონტროლის ქვეშ აიღეს 1150 კვადრატული კილომეტრი და 82 დასახლებული პუნქტი. იქ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა