Logo

უკრაინამ ქვეყნის მთელი ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

უკრაინა
1428
Frontnews image description

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ ქვეყნის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც უკრაინის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

 

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის თქმით, უსაფრთხოების სიტუაციიდან გამომდინარე შესაძლოა, დაწესდეს რიგი შეზღუდვები. კერძოდ, გაძლიერდეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, შეიზღუდოს მოძრაობა, მოხდეს ტრანსპორტის შემოწმება და დოკუმენტაციის გადამოწმება.

 

რაც შეეხება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს, მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება კანონმდებლობის გამო შეუძლებელია, თუმცა იქ ისედაც საგანგებო პირობებია, რადგან საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

საგანგებო მდგომარეობა ჯერჯერობით 30 დღის განმავლობაში იმოქმედებს.

 

დანილოვის თქმით, როგორც კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, საომარი მდგომარეობა გამოცხადდება.

თაგები:

Advertisement