უკრაინამ რიგი კვების პროდუქტების ექსპორტი შეაჩერა
უკრაინა
1277

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინამ რიგი სოციალურად მნიშვნელოვანი პროდუქტების ექსპორტი შეაჩერა.
დროებითი აკრძალვა შეეხება შემდეგ პროდუქტებს: ჭვავი, შვრია, წიწიბურა, ფეტვი, ხორცი, შაქარი და საკვები მარილი.
რიგი პროდუქტების ექსპორტისთვის საჭიროა ეკონომიკის სამინისტროს ნებართვა: ხორბალი, სიმინდი, მცენარეული ზეთი, ფრინველის ხორცი და კვერცხი.
თაგები:
უკრაინა




