უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 103 ჯარისკაცი დააბრუნა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 103 ჯარისკაცი გაათავისუფლა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
პრეზიდენტის თქმით, 103 სამხედრო მოსამსახურეს შორის არის 82 რიგითი და სერჟანტი, 21 ოფიცერი – კიევის ოლქის, დონეცკის ოლქის, მარიუპოლისა და აზოვსტალის, ლუგანსკის ოლქის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის ოლქის, უკრაინის შეიარაღებული ძალების დამცველები, უკრაინის ეროვნული გვარდია, მესაზღვრეები და პოლიცია.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გაცვლებში ჩართულ გუნდს უკრაინისთვის ასეთი კარგი ამბებისთვის.
13 სექტემბერს რუსული ტყვეობიდან კიდევ 49 უკრაინელი დააბრუნა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ესენი არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები.
მთლიანობაში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 3569 უკრაინელი ტყვეობიდან სახლში დაბრუნდა. 13 სექტემბერს სამხედრო ტყვეების 56-ე გაცვლა შედგა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს