უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 200-ზე მეტი ადამიანი დაიბრუნა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 200-ზე მეტი ადამიანი დაიბრუნა, მათ შორის 185 ჯარისკაცი და 20 მშვიდობიანი მოქალაქე. მათი უმეტესობა 2022 წლიდან ტყვეობაში იმყოფებოდა.
გათავისუფლებულებს შორის არიან შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცები.
გათავისუფლებული ჯარისკაცები იცავდნენ უკრაინას ლუგანსკის, დონეცკის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, კიევის, სუმის და ჩერნიგოვის მიმართულებით.
ყველაზე ახალგაზრდა გათავისუფლებული 26 წლის არის, ხოლო ყველაზე უფროსი – 59-ის.
"ჩვენი ჯარისკაცები იმყოფებოდნენ მარიუპოლში, აზოვსტალში და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე. მათი უმეტესობა 2022 წლიდან ტყვეობაში იმყოფებოდა და ახლა საბოლოოდ სახლში არიან“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ჯარისკაცებთან ერთად რუსეთის ტყვეობიდან 20 უკრაინელი სამოქალაქო პირიც გათავისუფლდა.
თაგები:
ტყვეების გათავისუფლება

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა