Logo

უკრაინამ საქართველოს მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის გამო ოფიციალური ნოტა გაუგზავნა

პოლიტიკა
1414
Frontnews image description

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანით და ამის შესახებ უკრაინული მხარის არაინფორმირებით, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

 

“მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც ექნება ყველა საჭირო საშუალება სათანადო სამედიცინო დახმარებისა და გადაუდებელი დახმარების უზრუნველსაყოფად.

 

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნოტა გაეგზავნა.

 

უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის შემდგომი დარჩენა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დამატებით რისკებსა და დაძაბულობას ქმნის, რისი თავიდან აცილებაც შესაძლებელია ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე.

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო და უკრაინის საელჩო საქართველოში აგრძელებენ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი ვითარების სპეციალურ კონტროლს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები