უკრაინამ რუსების ტყვეობიდან კიდევ 150 მოქალაქე დააბრუნა


ავტორი
Front News საქართველო
5 თებერვალს, უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 150 მოქალაქე დააბრუნა. დაბრუნებულთა შორის არიან ჯარისკაცები, სერჟანტები და ოფიცრები.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შესაძლებელი გახდა მარიუპოლში და ზაპოროჟიეს ოლქში დატყვევებული საზღვაო ძალების, საჰაერო ძალების, საჰაერო სადესანტო და სახმელეთო ძალების, ეროვნული გვარდიის, მესაზღვრეების, ტერიტორიული თავდაცვის ძალების და პოლიციის ოფიცრების დაბრუნება.
“ისინი ყველა ფრონტის სხვადასხვა მიმართულებიდან არიან, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებთ: ისინი იბრძოდნენ უკრაინისთვის“, – წერს ზელენსკი.
მისივე თქმით, ზოგიერთი მათგანი ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ტყვეობაში იყო.
“და დღეს მათთვის და მათი ოჯახებისთვის არის დღე, რომელიც იწონის წლების ლოდინს. ნამდვილი ბედნიერებაა მათი ნახვა სახლში, ცოცხლად, თავისუფლად”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს