უკრაინას 30-ზე მეტ ქვეყანაში ახალი ელჩები ეყოლება


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა შეცვლის ელჩებს რიგ ქვეყნებში, ასევე შეიცვლება ქვეყნის წარმომადგენელი გაეროში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
”დღეს, ჩვენმა დიპლომატიურმა გუნდმა დაამტკიცა ახალი ელჩების სია. მე დავთანხმდი 30-ზე მეტ გადაწყვეტილებას ”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მომავალ დანიშვნებს შორის არის ნარიმან ჯელალი, რომელიც ახლახან დაბრუნდა რუსული ტყვეობიდან. ის თურქეთში უკრაინის ელჩი იქნება.
კვლევითი ცენტრის “ახალი ევროპას” დამფუძნებელი და დირექტორი ალენა გეტმანჩუკი იქნება უკრაინის წარმომადგენელი ნატოში, უკრაინის ელჩი ბრაზილიაში ანდრეი მელნიკი იქნება უკრაინის წარმომადგენელი გაეროში.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს