უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭება


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ექნება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინამ ევროკავშირისკენ ნაბიჯი უკვე გადადგა და ამისთვის რეფორმა გაატარა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ მიიღო კანონი ოლიგარქების წინააღმდეგ.
“უკრაინამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების 80% შეასრულა, ბევრი იქნა მიღწეული და ბევრია გასაკეთებელი”, – აღნიშნა ევროკომისარმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოლდოვასაც ექნება.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს