უკრაინასა და საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლა აღდგება


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინასა და საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლა აღდგება. მგზავრობის დრო დაახლოებით 60 საათი იქნება, – ინფორმაციას გადამზიდავი Ukrferry ავრცელებს.
განრიგის მიხედვით, პირველი რეისი ჩერნომორსკიდან უკვე დაგეგმილია 2 ივლისს. მარშრუტზე იმუშავებს ბორანი Kaunas, რომელიც აშენდა 1989 წელს გერმანიაში. იგი იმყოფება Lloyd-ის კლასიფიკაციის ზედამხედველობის ქვეშ.
ბორანს აქვს 250 სამგზავრო ადგილი სხვადასხვა კლასის სალონებში, აღჭურვილი ყველა კეთილმოწყობით. მგზავრებს მოემსახურება რესტორანი, ბარი, ლაუნჯი, სალონი ვიდეო და სატელიტური ტელევიზიით, ასევე საბავშვო კუთხე.
საბორნე მიმოსვლა საქართველოს მიმართულებით რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ შეჩერდა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს