უკრაინაში აშშ-ის საელჩომ სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა, საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციის ნება დართოს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა, რომ ქვეყნიდან საელჩოს რიგითი თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციის ნება დართოს, – ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მისივე ცნობით, მათ უკრაინის მთავრობასთან დაახლოებულმა პირმა უთხრა, რომ აშშ–მა უკვე აცნობა უკრაინას, რომ ევაკუაცია მომავალ კვირაში დაიწყება.
გამოცემის წყაროს თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ესაუბრა და უთხრა, რომ თუ აშშ ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს “გადაჭარბებული რეაქცია” იქნება.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე გაავრცელა ტურისტებისთვის გაფრთხილება, სადაც მოუწოდებს ამერიკელებს, თავი შეიკავონ უკრაინაში მოგზაურობიდან, რადგან რუსეთი იქ სამხედრო მოქმედებებისთვის ემზადება.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა