Logo

უკრაინაში ავიაკატასტროფის შედეგად 16 ადამიანი, მათ შორის შსს-ს ხელმძღვანელობა დაიღუპა

უკრაინა
18.01.2023 / 12:36
Frontnews image description

კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის არიან უკრაინის შს მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი მოადგილე და შსს-ს კიდევ ერთი მაღალჩინოსანი.

 

“დღეს დილით, ბროვარში ჩამოვარდა საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა შსს-ს ხელმძღვანელობა: მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე და სახელმწიფო მდივანი”, – განაცხადა ეროვნული პოლიციის უფროსმა იგორ კლიმენკომ.

 

მისივე თქმით, 16 დაღუპულის შესახებ, მათ შორის ორი ბავშვია. დაღუპულთაგან 9 ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა.

 

“საავადმყოფოში 22 დაშავებულია, მათგან 10 ბავშვია. ადგილზე ყველა შესაბამისი და სპეციალიზებული სამსახური მუშაობს. შემთხვევის ადგილის დათვალიერება მიმდინარეობს”, – აღნიშნა პოლიციის უფროსმა.

 

ვერტმფრენი ბროვარში საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე დღეს დილით ჩამოვარდა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ადგილზე ხანძარი გაჩნდა. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები