უკრაინაში დაღუპულ ალუდა ზვიადაურს საქართველოში სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გადმოასვენებენ

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის საქართველოში გადმოსვენებისთვის მუშაობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა განაცხადა.
“სამწუხაროდ, დაიღუპა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, ყველაზე ცხელ წერტილში, ბახმუდის მიდამოებში, ანუ სევეროდონეცკთან. ახლა ვმუშაობთ, რომ მოხერხდეს მისი საქართველოში გადმოსვენება და დიდი ალბათობით, კვირის ბოლოსკენ მოხერხდება“, – განაცხადა ზაქარაშვილმა.
42 წლის ალუდა ზვიადაურს დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცი გამოჰყავდა, როდესაც ოკუპანტებმა ზურგში ესროლეს.





