უკრაინაში დაღუპულ გურგენ გაგნიძეს საქართველოში 3 ნოემბერს ჩამოასვენებენ


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში დაღუპულ 23-ე ქართველ გმირს გურგენ გაგნიძეს საქართველოში 3 ნოემბერს ჩამოასვენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე ავრცელებს.
“3 ნოემბერს, დილის 4 საათზე გამთენიისას ჩამოფრინდება თვითმფრინავი, რომელიც ჩამოასვენებს კიდევ ერთ გმირს საქართველოში”, – წერს ხმალაძე.
უკრაინაში, გმირულად დაღუპული 23-ე ქართველი მებრძოლი 40 წლის გურგენ (გუგა) გაგნიძე ბახმუტთან კონტაქტური ბრძოლის დროს მაშინ დაიღუპა, როცა ჯგუფთან ერთად ტყვეების ასაყვანად დაგეგმილ ოპერაციაში მონაწილეობდა და ჯგუფი “ვაგნერელების” ჩასაფრებაში მოჰყვა.
ქართველი მებრძოლის უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადაში მსახურობდა, ოცმეთაური იყო და არაერთ ოპერაციაში მონაწილეობდა.
გურგენ გაგნიძე უკრაინაში 4 თვის განმავლობაში იბრძოდა.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FN.D.khmala%2Fposts%2Fpfbid0QASDCnR6UwCGS2sbSzjekp5VCS2tKvr5BKHy2tmRyeeow6Bh698SMY7YeURWEHdml&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”628″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
გურგენ გაგნიძე