
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს – მალხაზ კვიჟინაძესა და ჯონი ოდიშვილს საქართველოში პირველ ივლისს ჩამოასვენებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი ნადიმ ხმალაძე ავრცელებს.
“01/07/2023. დილის 04:25 საათზე ჩამოფრინდება რეისი ვარშავიდან. 2 ქართველი გმირის მახო კვიჟინაძის და ჯონი ოდიშვილის ცხედრით. დახვდი საქართველოვ შენ გმირებს. საქართველოს საელჩოს უკრაინაში, გენერალური კონსულის ძალისხმევით და კომპანია “უფიტის”, მისი ხელმძღვანელის რამინ გობაძის ძალისხმევით დროულად მოხერხდა მათი გამოსვენება ბრძოლოს ველიდან. ასევე საქართველოში გადმოსვენების თარიღიც დროულად დადგინდა. მადლობა მათ, რომ არც ერთ წუთს არ კარგავენ და ამ მძიმე წუთებში ჩვენს გვერდით არიან. “დახვდი საქართველოვ შენს გმირ შვილებს”, – წერს ნადიმ ხმალაძე.
მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი 25 ივნისს დაიღუპნენ.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FN.D.khmala%2Fposts%2Fpfbid02a3hgSroMHBK12RGiqqqmDNKN9vHBcsdsxmCWXZxzuRf9zcs2CGLMwXV5BnW4iz7Tl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”304″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
მებრძოლები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს