Logo

უკრაინაში დაღუპული არჩილ დევრისაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

Frontnews image description

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის არჩილ დევრისაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს.

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპული გმირის მეგობრები, ოჯახის წევრები, მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

 

ქართველ გმირს პარასკევს ქაშუეთის ეკლესიაში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. შაბათს კი, კოჯრის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

 

დევრისაშვილი ბახმუტთან, დაბომბვის დროს დაიღუპა. ის 2008 წლის ომის ვეტერანი, მეოთხე ბრიგადის წევრი იყო. უკრაინაში კი ომის დაწყებიდან იბრძოდა.

 

უკრაინაში პუტინის ომს უკვე 48 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები