
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში 10 ოქტომბერს დაღუპული ქართველი მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია სამშობლოში ჩამოასვენეს.
ქართველ მებრძოლს აეროპორტში პატივი ოჯახის წევრებმა, თანამებრძოლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიაგეს.
ედიშერ კვარაცხელიას სამოქალაქო პანაშვიდი სამების ტაძარში დღეს და ხვალ გაიმართება, შემდეგ კი მშობლიურ წალენჯიხაში გადაასვენებენ, სადაც სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
44 წლის ედიშერ კვარაცხელია რუსეთის ძალების მორიგ სარაკეტო იერიშს დონეცკის ოლქში ემსხვერპლა. ის 10 წელი უკრაინაში ცხოვრობდა და ომის დაწყების დღიდან იბრძოდა.
ედიშერ კვარაცხელია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიც მონაწილეობდა.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე 20 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
თაგები:
ედიშერ კვარაცხელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს