Logo

უკრაინაში დაღუპული გიორგი გრიგოლია საქართველოში ჩამოასვენეს

საზოგადოება
516
Frontnews image description

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გიორგი გრიგოლია გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს. მას ხვალ დაკრძალავენ.

 

სამშობლოში გადმოსვენებამდე სამოქალაქო პანაშვიდი უკრაინის ერთ-ერთ ტაძარში გაიმართა.

 

გიორგი გრიგოლია დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმდებარედ იბრძოდა. იგი ოჯახთან ერთად უკრაინაში ცხოვრობდა და რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ომის დაწყებისთანავე ჩაერთო.

 

ქართველ მებრძოლს უკრაინელი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა. 

 

24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 15 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები