
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯონი ოდიშვილი მშობლიურ სოფელ ტყვიავში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
ოდიშვილი უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებმა, თანამებრძოლებმა და ადგილობრივებმა გააცილეს.
არსებული ინფორმაციით, ოდიშვილი ბახმუტთან დაიჭრა. მას ჭურვის ნამსხვრევები თავის არეში მოხვდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეც იყო.
ოდიშვილი კიდევ ერთ დაღუპულ ქართველ მებრძოლთან ერთად სამშობლოში 1 ივლისს ჩამოასვენეს.
უკრაინაში პუტინის ომს ამ დრომდე 47 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თაგები:
მებრძოლები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს