უკრაინაში დაღუპული მამუკა კეკელია ტყიბულში სამხედრო პატივით დაკრძალეს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მამუკა კეკელია ტყიბულში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
მანამდე ტყიბულის ცენტრში, წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, სადაც გარდაცვლილს პატივი მიაგეს და ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელმა და დაღუპულის მეგობრებმა და ახლობლებმა.
მამუკა კეკელია უკრაინაში 2022 წლის აპრილში, ომის დაწყებიდან მალევე ჩავიდა. იმავე წელს ერთ-ერთი ბრძოლისას დაიჭრა, რეაბილიტაციის კურსი საფრანგეთში გაიარა, თუმცა ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ იყო, კვლავ უკრაინაში დაბრუნდა.
54 წლის მამუკა კეკელია 2024 წლის 26 ოქტომბერს დონეცკის ოლქის მიმართულებით, ქალაქ მარინკას მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭურვის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ცხედრის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.
თაგები:
მამუკა კეკელია




