უკრაინაში დაღუპული მიხეილ ყაფლანიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ ყაფლანიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს.
სამოქალაქო პანაშვილი ქაშუეთის ეკლესიაში მიმდინარეობს.
მიხეილ ყაფლანიშვილი 21 ოქტომბერს ლუგანსკში სადაზვერვო ოპერაციის დროს ოკუპანტების სარაკეტო იერიშმა იმსხვერპლა. მას ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა და ადგილზევე დაიღუპა.
ამავე დღეს უკრაინაში რუსებთან ბრძოლას 24 წლის ალექსანდრე მარტიაშვილიც შეეწირა.
უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლას 22 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
