
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ თევდორაძე სამშობლოში გვიან ღამით ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას სამოქალაქო აქტივისტები და ახლობლები საქართველოსა და უკრაინის დროშებით დახვდნენ.
დაღუპულ მებრძოლს დღეს მშობლიურ სოფელში გადაასვენებენ და სამშაბათს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
მიხეილ თევდორაძე ქალაქ ბახმუტთან დაიღუპა. მისი დის ინფორმაციით, მებრძოლებს ტყვია-წამალი გამოელიათ, რომელიც ადგილზე თევდორაძემ მიიტანა, რა დროსაც მას სნაიპერმა ესროლა.
მიხეილ თევდორაძესთან ერთად დაიღუპა სერგი ქართველიც, რომლის ცხედრის გამოსვენებაც ვერ ხერხდება.
ბახმუტში არსებული რთული მდგომარეობის გამო ჯერ ვერც 3 დეკემბერს დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის გადმოსვენება ხერხდება.
თაგები:
უკრაინა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს