უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში დაღუპული ორი მებრძოლის – გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ცხედრები სამშობლოში ჩამოასვენეს.
დაღუპული მებრძოლებისთვის პატივის მისაგებად რიგითი მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო შეიკრიბნენ. მოქალაქეები მუხlმოდრეკილი და სანთლებით დახვდნენ დაღუპულთა ჩამოსვენებას.
აეროპორტში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
ქართველი მებრძოლები გია ბერიაშვილი და დავით რატიანი 18 მარტს კიევის მახლობლად, ქალაქ ირპენთან შეტაკებების დროს დაიღუპნენ. მათ სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
თაგები:
მებრძოლები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს