უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირი ალუდა ზვიადაური სამშობლოში ჩამოასვენეს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირი ალუდა ზვიადაური სამშობლოში ჩამოასვენეს.
აეროპორტში ქართველი მებრძოლისთვის პატივის მისაგებად ოჯახის წევრები, მეგობრები, რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იყვნენ შეკრებილი.
ალუდა ზვიადაურის ცხედარს დღეს ქაშუეთის ეკლესიაში დაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება, ხვალ კი მას საკუთარ სახლში, საგარეჯოს რაიონ სოფელ გომბორში გადაასვენებენ.
42 წლის ალუდა ზვიადაური 18 ივნისს ლისიჩანსკში დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი ფრონტის ხაზიდან დაჭრილების გამოყვანას ცდილობდა, რა დროსაც ოკუპანტებმა ზურგში ტყვია ესროლეს.
საომარი მოქმედებების დაწყებიდან უკრაინაში 16 ქართველი მებრძოლია დაღუპული.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს