უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ვინაობა ცნობილია


ავტორი
Front News საქართველო
კიევთან მომხდარი დაბომბვის შედეგად ორი ქართველი სამხედრო – დავით რატიანი და გიორგი ბერუაშვილი დაიღუპნენ.
ისინი ქართულ შეიარაღებულ ძალებში 2014 წლამდე მსახურობდნენ.
უკრაინაში მყოფი ქართველი სამხედროების ინფორმაციით, ირპენში დაბომბვის შედეგად დაიჭრა კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი და დაიღუპა ფრანგი მოხალისე.
მათივე თქმით, დაღუპულების ცხედრების გამოყვანა დაბომბვის ადგილიდან ჯერჯერობით ვერ ხერხდება.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს