Logo

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები სამშობლოში ჩამოასვენეს

საზოგადოება
1222
Frontnews image description

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები ზურაბ წიკლაური და გოჩა ჟვანია სამშობლოში ჩამოასვენეს.

 

ქართველ მებრძოლებს აეროპორტში ოჯახის წევრები, ახლობლები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები დახვდნენ.

 

“ქართული ლეგიონის” მებრძოლები 2014 წლიდან იბრძოდნენ უკრაინაში, ამ წლიდანვე ირიცხებოდნენ ლეგიონის რიგებში. ორივე მათგანი 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე იყო.

 

პუტინის აგრესიას უკრაინაში უკვე 58 ქართველი მებრძოლი შეეწირა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები