უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ბონდო გაგნიძე სამშობლოში ჩამოასვენეს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, 47 წლის ბონდო გაგნიძე სამშობლოში ჩამოასვენეს.
ის 67-ე ბატალიონის მეორე დანაყოფის წევრი იყო და ლუგანსკის მიმართულებით იბრძოდა.
ბონდო გაგნიძე 30 ივლისს ლუგანსკის მისადგომებთან მტრის მასშტაბურ საჰაერო დაბომბვაში მოყვა და დაიღუპა. მისი ცხედრის ადგილიდან გამოსვენება კი მხოლოდ ორი დღის შემდეგ მოხერხდა.
გაგნიძე უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან ფრონტის წინა ხაზზე იყო.
ბონდო გაგნიძეს შაბათს შინდისის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
თაგები:
ბონდო გაგნიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს