
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დავით ქუჩუკიანი სამშობლოში ჩამოასვენეს.
თბილისის აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამებრძოლები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ.
დავით ქუჩუკიანი უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის დაწყებიდან იბრძოდა და 4 აპრილს ბახმუტთან შეტაკებას ემსხვერპლა.
ქუჩუკიანი პროფესიონალი სამხედრო იყო, ირიცხებოდა თავდაცვის ძალებში და არაერთ სამშვიდობო მისიაში აქვს მონაწილეობა მიღებული.
დავით ქუჩუკიანის ცხედარი მშობლიურ სოფელში გადაასვენეს, მას სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
უკრაინაში პუტინის ომს დღემდე 42 ქართველის სიცოცხლე შეეწირა.
თაგები:
უკრაინა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს