Logo

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გელა გოგია სამშობლოში ჩამოასვენეს

Frontnews image description

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გელა გოგია გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს. ქართველი მებრძოლის ცხედარს ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილმა მოქალაქეებმა პატივი მიაგეს.

 

ქართველ მებრძოლის ცხედარს დღეს ქაშუეთის ეკლესიაში დაასვენებენ, შემდეგ კი მშობლიურ სენაკში გადაასვენებენ, სადაც  სამშაბათს დაკრძალავენ.

 

54 წლის გელა გოგია ქალაქ კრამატორსკში იბრძოდა და 26 აგვისტოს სარაკეტო დარტყმების შემდეგ მიღებული ჭრილობებისგან შედეგად გარდაიცვალა. 

 

გელა გოგია აფხაზეთის ომის მონაწილე იყო. ბოლო წლები ის უკრაინაში ცხოვრობდა და რუსეთის საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ პირველივე დღიდან იბრძოდა. 

 

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკვე 19 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

Advertisement