უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი კახა თილიძე სამშობლოში ჩამოასვენეს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი კახა თილიძე სამშობლოში ჩამოასვენეს.
ქართველ მებრძოლს 21 იანვარს დაკრძალავენ.
კახა თილიძე ზაპოროჟიეს მიმართულებაზე ბრძოლებისას დაიღუპა.
ის პროფესიონალი სამხედრო იყო, საქართველოს ძალოვან უწყებაში 11 წელი მსახურობდა, მონაწილეობდა 2014 წლის რუსეთ-უკრაინის ომშიც, წვრთნიდა და ამზადებდა უკრაინელ ოფიცრებს.
ბოლოს უცხოელებით დაკომპლექტებულ უკრაინულ დანაყოფში ირიცხებოდა.
უკრაინაში საბრძოლველად წასვლამდე, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა.
თაგები:
კახა თილიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს