
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს კახეთში დაკრძალავენ. ალუდა ზვიადაური მშობლიურ სოფელ გომბორში გადაასვენეს, იქამდე სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში გაიმართა.
42 წლის ალუდა ზვიადაური 18 ივნისს ლისიჩანსკში დაიღუპა. ქართველი მებრძოლი ფრონტის ხაზიდან დაჭრილების გამოყვანას ცდილობდა, რა დროსაც ოკუპანტებმა ზურგში ტყვია ესროლეს.
ის ომის დაწყების დროს ესტონეთში იმყოფებოდა, საიდანაც უკრაინაში ჩავიდა და ბრძოლებში ჩაერთო.
საომარი მოქმედებების დაწყებიდან უკრაინაში 16 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს