
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი თენგიზ ჭანია სამშობლოში ჩამოასვენეს. ის 22 მარტს, ბრძოლის წინა ხაზზე, დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკასთან აფეთქებას ემსხვერპლა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, აქტივისტები და პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ.
48 წლის თენგიზ ჭანია მონაწილეობდა აფხაზეთის ომსა და 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. ის უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან იბრძოდა.
თენგიზ ჭანია უკრაინის შეიარაღებული ძალების “აზოვის” პოლკის შემადგენლობაში ირიცხებოდა და ძირითადად ომის წინა ხაზზე იყო.
თაგები:
უკრაინა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს