
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში დაღუპულ ქართველი მებრძოლი, ზაქარია შუბითიძე საქართველოში ჩამოასვენეს. მას აეროპორტში ოჯახის წევრები, მეგობრები ოპოზიციური პატიების წარმომადგენლები დახვდნენ.
“ქართული ლეგიონის” მებრძოლი 18 სექტემბერს მასობრივი საარტილერიო იერიშის სამიზნე გახდა, რის შედეგადაც მძიმედ დაიჭრა, თანამებრძოლებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
“კიდევ ერთი ქართველი ვაჟკაცი დაუბრუნდა თავის ქვეყანას, ზაქრო შუბითიძე მართლაც გამორჩეული ვაჟკაცი იყო და ძალიან ბევრი ისაუბრეს მისმა მეგობრებმა, თანამებრძოლებმა მის თავგანწირვაზე, სწორედ ასეთ გმირებზე დგას ჩვენი ქვეყანა. სამაგალითო იქნება მისი თავდადება იქ უკრაინაში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში. მინდა, მივუსამძიმრო ყველა ლაგოდეხელს, მთელს საქართველოს ასეთი ვაჟკაცის დაკარგვა”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა.
უკრაინაში პუტინის ომს 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თაგები:
ჩამოსვენება
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს