უკრაინაში დაღუპული ვახტანგ ბარაბაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინა
602

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ვახტანგ ბარაბაძე დღეს გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს.
ის 4 აპრილს, ბახმუტთან, ოკუპანტების საარტილერიო იერიშს ემსხვერპლა, თუმცა ფრონტის ხაზზე არსებული მძიმე ვითარების გამო ცხედრის გამოსვენება 24 მაისამდე ვერ მოხერხდა.
უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიას 43 ქართველის სიცოცხლე შეეწირა.





