უკრაინაში დღეს დაღუპული ერთ-ერთი ქართველი მებრძოლის ვინაობა ცნობილია


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში დღეს დაღუპული ერთ-ერთი ქართველი მებრძოლის ვინაობა ცნობილია.
Front News-ის ინფორმაციით, ხარკოვთან რუსულ სამხედრო აგრესიას დავით მენაბდიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რაც შეეხება მეორე დაღუპულს, მის ვინაობას ამ ეტაპზე არ ვასახელებთ, რადგან ოჯახისთვის მომხდარის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.
ორი ქართველი მებრძოლი უკრაინაში დღეს დაიღუპა, 4 კი დაიჭრა.
უკრაინაში საომარ მოქმედებებს ამ დრომდე 6 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან სამშობლოში სამი ჩამოასვენეს, მარიუპოლში დაღუპული ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება კი ამ დრომდე ვერ ხერხდება.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს