უკრაინაში დღეს დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ნიკოლოზ შანავაა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში რუსი აგრესორების დაბომბვის შედეგად დღეს დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებძროლი ნიკოლოზ შანავაა.
დავით მენაბდიშვილი და ნიკოლოზ შანავა ბატალიონ კარპატსკა სიჩის მებრძოლები იყვნენ და იმ დროს დაიღუპნენ, როცა რუსმა ოკუპანტებმა, ხარკოვთან მდებარე ერთ-ერთი დასახლება დაბომბეს.
ცნობისთვის, უკრაინაში იბრძვის ნიკოლოზ შანავას ძმაც, მამა კი აფხაზეთის ომის მონაწილეა.
უკრაინაში საომარ მოქმედებებს 6 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან სამშობლოში სამი ჩამოასვენეს, მარიუპოლში დაღუპული ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება კი ამ დრომდე ვერ ხერხდება.
