უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას ნადიმ ხმალაძე ავრცელებს.
“სამწუხაროდ, კიდევ ერთი მებრძოლი დაეცა. დიდება გმირებს”, – წერს ხმალაძე.
არსებული ინფორმაციით, 29 წლის მიხეილ მაზანაშვილი ყველაზე ცხელ წერტილში, ბახმუტთან იბრძოდა. ქართველი მეომარი შეტაკებების დროს მძიმედ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ოჯახის ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი უკრაინაში ერთი წლის წინ წავიდა.
მიხეილ მაზანაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტიდან იყო.
უკრაინაში პუტინის ომს ამ დრომდე 40 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FN.D.khmala%2Fposts%2F169062719335249%3A169062719335249&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”635″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს