უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. არსენ ქეცბაია ბახმუტთან რუსების საარტილერიო დაბომბვას ემსხვერპლა.
არსენ ქეცბაია აფხაზეთიდან დევნილი იყო, გარკვეული პერიოდით ზუგდიდში ცხოვრობდა, შემდეგ კი საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა და იქაური მოქალაქეობაც ჰქონდა.
ჯერჯერობით უცნობია, მოხერხდა თუ არა ქეცბაიას ცხედრის ფრონტის წინა ხაზიდან გადმოსვენება.
პუტინის ომს უკრაინაში 40-ზე მეტი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის სამი ბოლო ერთ კვირაში, ბახმუტთან ბრძოლაში.





