უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი თენგიზ ჭანია დაიღუპა.
ის უკრაინის შეიარაღებული ძალების “აზოვის” მესამე მოიერიშე ბრიგადის შემადგენლობაში იბრძოდა. შემთხვევა გუშინ იმ მოხდა, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს.
მასთან ერთად ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, არსებული ინფორმაციით, ბრძოლის ველიდან ცხედრების გამოტანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
თენგიზ ჭანია აფხაზეთიდან დევნილია, იყო აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომების მონაწილე. იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი. უკრაინაში იბრძოდა ომის დაწყების პირველივე დღიდან და ამ პერიოდის განმავლობაში ორჯერ დაიჭრა, თუმცა გამოჯანმრთელების შემდეგ, ორივეჯერ ბრძოლის წინა ხაზზე დაბრუნდა.
რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინაში დღემდე 62 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს